ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა მრავალეროვნული სწავლება ”ღირსეული პარტნიორი 2017”-ის გახსნის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი. თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან ოთხი ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას. ”ღირსეული პარტნიორი 2017”-ის გახსნის ცერემონია საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა.