Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის შესამცირებელი უფლებები


გიორგი გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:41:19 0:00

9 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მან ილაპარაკა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასა და პრეზიდენტის ინსტიტუციური როლისა და არჩევის წესის ცვლილების საკითხზე.

გიორგი გოცირიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:44 0:00
გადმოწერა

გიორგი გოცირიძის თქმით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილებებში ცვლილების შეტანაზე მსჯელობისას უკანასკნელ წლებში პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს ეყრდნობა. გიორგი გოცირიძის სიტყვებით, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის არაპირდაპირი - ანუ პარლამენტის მიერ მისი არჩევის - წესით ჩანაცვლებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ის შინაარსობრივი ცვლილებებია, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს შეეხება და რომლის თანახმად, ძალა მთლიანად პრემიერის ხელში ექცევა. საკონსტიტუციო კომისია ცდილობს შეუზღუდოს პრეზიდენტს ელჩების დანიშვნის უფლებამოსილება. ამასთან, პრეზიდენტი მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით შეძლებს აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები. რაც შეეხება თანამდებობის პირთა დანიშვნას, ამ საკითხზე კომისიას ჯერჯერობით არ უმსჯელია, თუმცა ცნობილია, რომ ლაპარაკი იქნება საკონსტიტუციო მოსამართლეების დანიშვნაზე და რომ, სამუშაო ვარიანტის თანახმად, პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 მოსამართლის დასანიშნად დასჭირდება მთავრობის კონტრასიგნაცია ა. შ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG