ღია კარის დღე არქივში
8 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ქეთევან ასათიანი, საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი. 9 ივნისს არქივების საერთაშორისო დღეა, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივი ღია კარის დღით ხვდება და დაინტერესებულ პირებს 8 და 9 ივნისს სპეციალურ ტურს სთავაზობს არქივის საცავებში. ასეთი ტურები არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ არქივში, არამედ ზოგადად არქივებში, ძალიან იშვიათად ტარდება და ეს კონკრეტული ტური მოიცავს წერილობითი დოკუმენტების, კინოფირებისა და ფოტოების საარქივო საცავების, დიგიტალიზაციისა და ლაბორატორიის ოთახების, პავილიონის დათვალიერებას.