პრესის მიმოხილვას კვლავინდებურად ბიძინა ივანიშვილის გარშემო ამტყდარი აჟიოტაჟით ვიწყებთ. სხვანაირად შეუძლებელიცაა - გაზეთებში სხვა თითქმის არაფერი წერია. ”ყველა სიახლით“ დავიწყებთ, რომელიც წერს, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში უკვე მეორედ შემოაბიჯა ოლიგარქმაო. გაზეთი კითხულობს, რით დასრულდება პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის მცდელობაო და კომენტატორად საქართველოს ექს-პრეზიდენტი მოჰყავს. ”საინტერესოა, რომ პირველი კომპეტენტური რჩევა ივანიშვილს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მისცა”, - წერს გაზეთი და განაგრძობს: ”მრავლის მნახველი და პოლიტიკაში მოღვაწეობის უზარმაზარი გამოცდილების მქონე ედუარდ შევარდნაძე, რომელიც "ბიძინა ივანიშვილზე უკეთეს საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ხედავს", ბიზნესმენს დაცვის გაძლიერებას ურჩევს, რათა "ბადრი პატარკაციშვილის მიერ პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები არ გაიმეოროსო".
”ყველა სიახლე” დასძენს: ” ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად მოუწევს თავის დაცვა და არამხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. მას თავდაცვა მოუწევს სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანის მიერ უკვე აგორებული "შავი პიარისგან" და პოლიტიკური პროვოკაციებისგან, რომელსაც, სავარაუდოდ, მომავალში მოუწყობენო”.
”ვერსია” წერს, კობა ნაყოფია შეიძლება დაიჭირონო. ნაცმოძრაობის ხაზინადარს 37 საბადო ჩამოართვეს. „კობა ნაყოფიას ყოველწლიურად დაკარგული 400 მილიონი დოლარისა და 50 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვის გამო სთხოვენ პასუხსო”, - წერს ”ვერსია”.
”რეზონანსი” კი ახალ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე ამახვილებს ყურადღებას: "თავისუფალი დემოკრატები” "ქრისტიან-დემოკრატების" წინააღმდეგ. ვეფხვაძემ "თავისუფალ დემოკრატებს" "ექვსიანის" საბოლოო დაშლისა და ხალხისთვის მიცემული ფუჭი დაპირებების გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, ცაგარეიშვილმა კი მათ "პოლიტიკური ჯაყოები" და "ხელისუფლების დანამატები" უწოდაო, - ვკითხულობთ გაზეთში. იგივე გაზეთი ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის კომენტარზეც წერს, უფრო სწორად, უკომენტარობაზე: "ნაციონალური მოძრაობის განშტოებების განცხადებებზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ. თუ ნაციონალურ მოძრაობას ჩემი მისამართით რამის თქმა უნდა, პირადად იტყვის", - თქვა ალასანიამ. ამ სტატიას ”რეზონანსში” წაიკითხავთ.