შვიდმილიარდიან მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მიწაზე გაფანტული, დაახლოებით, ერთი მილიონი იეზიდი ცხოვრობს. მათი ერთი ნაწილია საქართველოს იეზიდებიც. საქართველოში მცხოვრებ იეზიდებს აქვთ ერთი ადგილი თბილისში, - თავიანთი სამლოცველო და იეზიდთა სახლი, - სადაც თავმოყრა შეუძლიათ და სადაც საკუთარი იდენტობის, ენის, რელიგიის შენარჩუნებასა და გადარჩენაზე ზრუნავენ - გადარჩენაზე, რადგან რაც დრო გადის, ამ ხალხის ასიმილაციის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.