Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: კაიაფა

ევროპა არა ერბოკვერცხი!

რაის ევროპაში შესვლა, გამოქვაბულიდან ვერ გამოვსულვართ და ამ მენტალიტეტით და გაგებით კიდე კაი ხანს ვეყრებით ასე უპატრონოდ სიბნელესა და წკვარამში!

ევროპა, თქვენ, ძმაო, ეტყობა მარტო კაი–ჭამა სმა, თავისუფალი სექსი, საერთოდ თავისუფლება, დემოკრატია, კანონი და სამართალი, ობიექტური სასამართლო და კომფორტული ციხე გგონიათ.

რა სასამართლო და ციხე, ა, აგერ, შორს რომ არ წავიდე, ბლანჟე და მისი დანიშნულება ვერ გაუგია ხალხს!

ისე ირონიულად და დამცინავად მომაშტერდებიან ხოლმე , თითქოს ან მარქსი არ ენახოთ, არა, ის დიდს ატარებდა, მკერდამდე, ლენინი, ტროცკი და ალ პაჩინო ვნახე ამასწინათ ზუსტად ჩემნაირში ოსკარის ცერემონიალზე, ტელევიზორსაც აღარ უყურებთ?

დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში რომ ბლანჟე და წვერი უკვირთ, კიდევ კარგადა ვართ და იმიტომაც მიდის კარგად ჩვენი საქმე.

მე კიდევ რა, თუმცა, ვუძლებ და ვინარჩუნებ ჯერჯერობით თვითმყოფადობას, ისე გაუხადეს საქმე, პრეზიდენტი იპარსავს უკვე! არა, მანამდე. კანდიდატობისას, შეჭამეს, ეტყობა, არ გეკადრება, ელექტორატი ვერ მიგიღებს ამ სახითო და ცხვარივით გაპარსეს საწყალი! წვერშია საქმე და ჭკუა?! ჰქონოდა, ვის რას უშავებდა?!

მაგრად უნდა დამდგარიყო!

განა მე კი არ შემეძლო ამ ჩემი ბლანჟეს მოპარსვა და შიშველ თავზე თმის მიშვება?!

მითუმეტეს, ყველაფერს რომ თავი დაანებო, ამ შეჭირვებაში საკმაოდ ძვირი ჯდება ერთისაც და მეორისაც შენახვა და მოვლა–პატრონობა!

ჯერ სპეციალური ხსნარებითა და სუნამოებით დაბანვა–დამუშავება თქვი, რომ მკბენარები არ შემოგესივნონ, მერე სპეციალური მაკრატლით სულ მუდამ ერთ დონეზე უნდა ამყოფო, რომ სიგრძეში არ გაგეპაროს, შემდეგ სპეციალური სავარცხლით უნდა ივარცხნო და ილაგო, თორემ ერთი თუ აიბურდა, რა დაბურდავს მერე უკან!.. თავიც სულ კონტროლქვეშ უნდა გყავდეს, რომ არაფერი შემოეჩვიოს და ამოვიდეს, რაღა არაფერი, თმები, და სილაპლაპეს არ შეეპაროს უშნოდ!..

არა, ქართველი თავს არ გადაიპარსავს! ესე იგი, პირიქით, თავს არ გაითმიანებს და სახეს არ გაიტიტვლებს!..

იმიჯსა და პრინციპებს რა ვუთხარი, თორემ, კაცმა რომ თქვას, საკმაოდ შემაწუხებელი და მომაბეზრებელია! ხალხი მანქანას და ცოლს არ უვლის და ეფერება ისე, მე რომ ამ ნახევარწვერს და თავს ვარ გადაყოლილი.

მერე, აცივდება და საკმაოდ არაკომფერტაბელურია ამნაირი თავით სიარული.

არადა, გოიმივით ქუდს ხომ არ დაიხურავ, საფირმო ნიშანს ხომ არ დამალავ?!.

მოკლედ, არ ვიცი, არ ვიცი... ამას გარდა კიდევ რამდენი პრობლემებია!.. ჯერ მარტო ეს მუქი სათვალე თქვი, ერთხელ რომ არ მოვიხსენი სადღაც, ოფიციალურ ღონისძიებაზე, შემრჩა ასე, ვარდენის უდიპლომო სასიძოსავით, დავბრმავდე ლამის, სიბნელე–წვიმაშიც რომ ვერ მომიხსნია ეს დამპალი, რას იტყვის ხალხი–თქვა! წავიდნენ, ერთი, ამ ხალხის რა მცოდნია! მარა პრინციპებს და თვითმყოფადობას რა ვუყო, რა?!.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG