ავტორი: სალომე ქოქოლაძე
საქართველოში ალბათ უკვე დიდი ხანია რაც გვესმის შეძახილები ქართული ტრადიციებისა და იდენტობის გადარჩენაზე. ეს შეძახილები კიდევ უფრო მძაფრდება როცა თანამედროვე მოთხოვნილებები ეწინააღმდეგება იმას, რასაც როგორც გვეუბნებიან ოდითგანვე ვაკეთებდით. ამ სტატიაში მე არ მინდა კონკრეტულ ტრადიციებსა და მათ თანამედროვე შეხედულებებთან შეუთავსებლობაზე საუბარი. მე უბრალოდ მინდა დავფიქრდეთ იმაზე თუ რას ნიშნავს ტერმინი ტრადიცია და თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ის ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. იძლევა თუ არა დღევანდელი გაგება ტერმინისა იმის საშუალებას, რომ ისტორიული ცოდნა შევიძინოთ და გავხდეთ ისტორიული პიროვნებები? რატომ გვგვონია, რომ ტრადიციულობა აუცილებლად თანამედროვეობასთან მოდის წინააღმდეგობაში ან პირიქით? ამ კითხვებზე პასუხი შევეცდები ჩემთვის ძალიან მნიშვნელობანი მოაზრვნის, ჰანს-გეორგ გადამერის, იდეების დახმარებით ჩამოვაყალიბო.
გადამერის აზრით ტრადიცია არ შეიძლება იყოს უბრალოდ ჩვენი კვლევის ობიექტი. ჩვენს დღევანდელობაში, ვაღიარებთ ჩვენ ამას თუ არა, ცოცხლობს ტრადიციის ელემენტი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ცნობიერება უკვე გათქვეფილია იმ ტრადიციაში, რომელსაც ვიკვლევთ. ჩვენი დამოკიდებულება მასთან არა სუბიექტის და ობიექტის ურთიერთობას გავს, არამედ ტრადიციასაც ასევე მოქმედი სუბიექტის სტატუსი გააჩნია. აქედან გამომდინარე, საჭიროა გავაანალიზოთ თუ რა ტრადიციების გავლენის ქვეშ იმყოფება ჩვენი დღევანდელი ცნობიერება და ასევე რითი განსხვავდება დღევანდელობა წარსულისგან. ამ შემთხვევაში გადამერი პარალელს ავლებს ორი ადამიანის ურთიერთობასთან. მისთვის წარსულის კვლევა წარსულთან დიალოგს ნიშნავს. სანამ გადამერის აზრების ჩამოყალიბებას გავაგრძელებდე, მინდა ავღნიშნო თუ რა საერთო აქვს უკვე ნასხენებ იდეებს საქართველოს ყოველდღიურობასა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან. საქართველოში გამუდმებით ვლაპარაკობთ "ნამდვილ" ქართულ იდენტობაზე. ეს "ჭეშმარიტი" იდენტობა სინამდვილეში სელექციური ისტორიული მოვლენების კრებულს წარმოადგენს. ანუ ჩვენ ვივიწყებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ისტორია და დღევანდელობა ჩვენთვის არასასურველი მოვლენების ტყვეობაშიც შეიძლება იყოს. მაგალითად, შეიძლება თამარ მეფის ექპოქა საამაყო იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამწუხაროდ საბჭოთა ეპოქა ჩვენთან უფრო ახლოსაა და ჩვენს ეგრედ წოდებულ იდენტობაზე გაცილებით დიდი გავლენა აქვს. სამწუხაროდ ქართული იდენტობის ნაწილი არის ის ტრადიციებიც რომლებლებიც არა-ქართულია, რომლებიც მტრებმა დანერგეს. თუმცა ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმ მოვლენებს, რომლის არსებობაც გვაწყობს. იმ ფაქტის არ აღიარება, რომ ეს ტრადიციები დღესაც ცოცხლობენ საშიშია, რადგან მათგან გათავისუფლების შანსიც ნაკლებია. გადამერის აზრით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ისტორიული ცნობიერების განვითარებაში არის იმის აღიარება, რომ ჩვენი ცოდნა სხვადასხვა ტრადიციის ელემენტს ექვემდებარება. საქართველოში ორ მთავარ პრობლემას ვაწყდებით: 1. ტრადიციას ვეპყრობით როგორც ობიექტს, მას კითხვებისა და შეცნობის გარეშე ვიღებთ და ვუჯერებთ, 2. ხდება იმ ტრადიციების იგნორირება, რომლის არსებობაც არ გვაწყობს, თუმცა ისინიც ჩვენი ყოველდღიული ცხოვრების ნაწილია გვინდა ჩვენ ეს თუ არა.
მოდით შევხედოთ რა შეიძლება იყოს გამოსავალი. პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ გადამერისთვის ტრადიცია გაცილებით მრავლის მომცველი კონცეფციაა ვიდრე მაგალითად ახალ წელს ნაძვის ხის დადგმა თუ ა.შ. ტრადიცია არის ასევე ენა, რომელიც კულტურულ ცნობიერებას გამოხატავს. ტრადიცია არის ნებისმიერი სახის(მაგალითად: რელიგიური, ლიტერატურული, ლეგალური) ტექსტი, ხელოვნება და ა.შ. აქედან გამომდინარე ჩვენ არა მარტო დღესასწაულებზე შესრლებულ ტრადიციებში გამოვხატავთ ჩვენს იდენტობას. სინამდვილეში ისინი, ვისაც "ჭეშმარიტ" ქართველობაზე აქვთ პრეტენზია, ყოველდღიურ ცხოვრებაში გაუანალიზებლად (თუ ზოგჯერ გაანალიზებულად) მისდევენ და გულითადად იცავენ ჩვენი უახლესი ისტორიიდან დატოვებულ ტრადიციებს. შეიძლება ღვინის ყანწით დალევა ქართველობის აღმნიშვნელი იყოს, თუმცა დავფიქრდეთ ჩვენს ჩვევებზე. ის, რომ აქციაზე გამოსულ დემონსტრანტებს საქმის გარჩევით და მუშტებით ვუმკლავდებით, სამართალზე მაღლა კონკრეტულ პიროვნებებს ვაყენებთ, ჩვენი ლაპარაკის მანერა, ადამიანებთან მოპყრობის წესი გამოხატავს საბჭოთა ტრადიციების გულითადობას. თუმცა ქართველებისთვის კონცეფცია "ტრადიციას" აქვს იმდენად ცალსახოვანი გაგება, რომ ჩვენ იგნორირებას ვუკეთებთ ჩვენს ჩვევებს, რაც კრიტიკის უნარს გვიზღუდავს.
სინამდვილეში ეს თემა და კვლევა გაცილებით დიდი მასშტაბის პრობლემებს მოიცავს. თუმცა ამ ეტაპზე მინდა მოკლე დასკვნა გამოვიტანო. იმისათვის, რომ ქართველი ერი გადარჩეს, ანუ ცოცხალი და მოძრავი არსებობა გააგრძელოს, საჭიროა პირველ რიგში როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ტრადიციების არსებობა ვაღიაროთ ჩვენს ყოველდღიურობაში, საჭიროა გავაანალიზოთ ის ფაქტი, რომ ისტორია დღევანდელობის ნაწილია, ის ცოცხალია და ჩვენზე ზეგავლენას ახდენს. ანუ ისტორიული ტექსტის დოგმატურად შესწავლა, დღევანდელობისა და ჩვენი ცნობიერების მოკვლას ნიშნავს, საჭიროა გავაანალიზოთ ის ფაქტი, რომ ისტორია თვითონ აყალიბებს და ქმნის ჩვენს ცნობიერებას. შეუძლებელია იზოლირება გავუკეთოთ ხოლმე დადებით მოვლენებს და მხოლოდ ამით განვსაზღვროთ ჩვენი იდენტობა. როგორც გადამერი იტყოდა, ისტორია გვეკუთვნის არა ჩვენ, არამედ ჩვენ ვეკუთვნით ისტორიას. ამიტომაც ისტორიის დაზეპირებით ან ერთი და იგივე ფრაზების შეძახილით, კითხვითი ნიშნების გარეშე ჩვენი ეროვნული ცნობიერების განვითარება ვერ მოხდება. ერი ცოცხალი მაშინაა როცა მას ძველის ანალიზი და ახლისკენ სწრაფვის უნარი აქვს. ზუსტად ეს შეძლეს თერგდალეულებმა. ჩვენ თერგდალეულების იდეებს ძეგლი კი არ უნდა დავუდგათ, არამედ დავფიქრდეთ ჩვენს დღევანდელობაში რას ნიშნავს თერგდალეულობა. ჩვენ თამარ მეფის დრო და ტრადიციები კი არ უნდა გადმოვიკოპიროთ, არამედ დავფიქრდეთ იმაზე თუ დღეს, ამ კონტეკსტში რას ნიშნავს იყო ძლიერი ერი, რას გააკეთებდა ძლიერი მმართველი. ინოვატორებს უნდა მივბაძოთ ინოვატორობით, მათი იდეების პირდაპირი კოპირებით კი სინამდვილეში კულტურის მკვლელები ვიქნებით. სამწუხაროდ "ჭეშმარიტი ქართველებიც" ზუსტად ასეთი მკვლელობისკენ მოგვიწოდებენ.