18 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მანანა მუსხელიშვილი, ორგანიზატორი ფესტივალისა "თბილისი - ბერლინი, "კამერა ობსკურა".
ხელოვნებისა და მეგობრობის ფესტივალი, რომელიც წელს პირველად ტარდება, 19-23 სექტემბერს გაიმართება საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში და აერთიანებს კლასიკურ, ელექტრონულ და ჯაზ-მუსიკას, ფოტოგრაფიას და არქიტექტურას. მის ფარგლებში გაიმართება ქართველი და გერმანელი ხელოვანების გამოფენები, ვორკშოპები და კონცერტები.