ეროვნული მუზეუმის კვირეული
16 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ანა ვერულაშვილი, ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. 16-დან 20 მაისის ჩათვლით ეროვნული მუზეუმი სტუმრებს მუზეუმის კვირეულს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება გაიმართება. 1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, 18 მაისს მუზეუმების დღე აღინიშნება, რომელთან დაკავშირებითაც მთელ მსოფლიოში ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა. 2017 წლის თემაა ,,მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ამ კამპანიას "მუზეუმის კვირეულით" უკვე მეათე წელია უერთდება.