WWDC – „ეპლის“ ყოველწლიური კონფერენციაა, რომელზეც კომპანია სისტემურ განახლებებს წარმოადგენს და ახალ პროდუქტებს გვთავაზობს. წელს ღონისძიება 8 ივნისს დაიწყება და რამდენიმე დღის განმავლობაში „ეპლი“ შემოგვთავაზებს ახალ საოპერაციო სისტემებს, ახალ სერვისებს და შეეცდება გააუმჯობესოს ის, რაც თავის დროზე, დიდად არ გამოუვიდა. ველით ახალ მუსიკალურ „სტრიმინგს“, რომელიც ახლა ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს - ყველას აინტერესებს რა იქნება „ეპლის“ პასუხი „სპოტიფაისთვის“. ამ და სხვა მოლოდინებზე საუბრობს ჩვენი სტუმარი დიმიტრი გოგელია, ეპლის ევანგელისტი.