ემზარ ბაზერაშვილი ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს თავისუფალ ხელოვანად. მან თბილისში ისტორია ისწავლა, შემდეგ იქვე დაამთავრა სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით.
გადაცემის ავტორ ოქროპირ რუხაძესთან საუბარში ემზარ ბაზერაშვილი გვიამბობს, როგორ მოხვდა სამხატვროაკადემიაში საგანგებო მომზადების გარეშე, როგორ გაემგზავრა გერმანიაში, შტუტგარტში სასწავლებლად და რას ფიქრობს, როცა ნამუშევრების თემას ირჩევს.