Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბანკო სექტორი, 1 მაისის მდგომარეობით


2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.1 მლრდ ლარით, ანუ 0.2 პროცენტით, შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.1 პროცენტით) და 29.7 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.7 პროცენტია.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2017 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 106.2 მლნ ლარით (0.6 პროცენტით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 18.5 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე ხანებში ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 143.8 მლნ ლარით (2.0 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 37.6 მლნ ლარით (0.3 პროცენტით) შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.2 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით, 2.1 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 6.1 მლრდ ლარის (1.1 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი.

2017 წლის აპრილის განმავლობაში 1.4 პროცენტით, ანუ 129.2 მლნ ლარით, გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 9.4 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 39.62 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.52 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი მაისისათვის 16.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 132.6 მლნ ლარით, ანუ 0.8 პროცენტით, მეტია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით მეტი). აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 89.6 მლნ ლარით, ანუ 1.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.1 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 43.0 მლნ ლარით, ანუ 0.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.7 პროცენტით).

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 31.34 პროცენტი შეადგინა. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.1 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.7 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.8 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.1 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.3 პროცენტი შეადგინა.

XS
SM
MD
LG