1 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ეკოსოფლების ქსელის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, ნათია კვანტალიანი.
ეკოსოფლები მსოფლიოსთვის სიახლე არ არის და სხვადასხვა სივრცეში ის სხვადასხვა ფორმითაა წარმოდგენილი. საქართველოში ინიციატორებს ის წარმოუდგენიათ, როგორც დასახლება საკუთარი მორალური კოდექსით, რომელიც განაპირობებს მაცხოვრებლებს შორის კეთილგანწყობას და შეგრძნებას, რომ თითოეულს შეუძლია გავლება იქონიოს სოფლის განვითარებაზე.
სოფლის მცხოვრებლებსთავი ბუნების ნაწილად უნდა მიაჩნდეთ და მათი საქმიანობის ამოსავალი ბუნებასა და მასთან ჰარმონიის მიღწევაზე ზრუნვა წარმოადგენდეს.
რატომ აირჩა იდეის განსახორციელებლად რაჭა, რა გამოცდილებაა სხვადასხვა ქვეყანაში ეკოსოფლების შექმნის, რამდენად შესაძლებელია ურბანულ გარემოში გაზრდილი ადამიანებისთვის სოფლად ცხოვრება და საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საჭირო პროდუქციის თვითწარმოება - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.