აღმოსავლეთ უკრაინის ზოგ ნაწილში ბრძოლები ისევ გრძელდება, იმ რაიონებში კი, რომლებიც მთავრობამ დიაბრუნა ხალხი ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს.
რუსი რევოლუციონერი ვლადიმირ ლენინის ძეგლი კრამატორსკის მთავრ მეოდანზე ისევ ამაყად დგას, მაგრამ მისი შარვალი ვიღაცას უკრაინის დროშის ლურჯ და ყვითელ ფერებში შეუღებია.
აღმოსავლეთით 100 კილომეტრში უკრაინელები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ებრძვიან. მაგრამ აქ, სადაც ლენინის ძეგლი ჯერ ისევ ქალაქის ნაწილია, მაცხოვრებლები ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელებას ცდილობენ.
მართალია აქ შეტაკებები აღარ ხდება, მაგრამ ბრძოლის ველი არც ისე შორსაა.
“ვღელავ, ცოტათი ვღელავ. მაგრამ იმედი მაქვს ხალხი მათ უკან აღარ შემოუშვებს,” ამბობს ადგილობრივი ალიონა.
კიდევ ერთი ადგილობრივი, ანტონი ყვება, რომ ისიც ნერვიულობს, უფრო მეტად გაურკვეველი მომავლის გამო:
“რა თქმა უნდა ვნერვიულობ, როგორც ყველა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. მცირე ინფორმაციას ვიღებთ. მაგრამ იმედი მაქვს დაგვიცავენ. მეც შევეცდები დავეხმარო, როგორც შემეძლება.”
მხარის გუბერნატორი ალექსანდრე კიტენკო ამბობს, რომ ადგილობრივები ტრამვირებულნი არიან მათთან ახლოს მიმდინარე შეტაკებებით:
“ამან უარყოფითი გავლენა იქონია ხალხის ფსიქოლოგიაზე. ისინი მუდმივად დაბომბვის საფრთხის ქვეშ არიან, ეშინიათ რომ დაკარგავენ სახლებს, ნათესავებს, მეგობრებს. დონეცკის რეგიონში ხალხს ერთადერთი რამ სურს და ეს მშვიდობაა.”
ისინი მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობენ, მაგრამ უკრაინის მთავრობა ამბობს, რომ თუკი აქ რუსები და სეპარატისტები ისევ გამოჩნდებიან, ისინი საკადრის პასუხს მიიღებენ.
თუმცა აქ სეპარატისტებს ყველა როდის ეწინააღმდეგება. ქალაქში მსხვილი პრო-რუსული მოსახლეობაა. აქვეა საბჭოთა კავშირის დროს აშენებული საწარმოები და სიმბოლოები იმ დროიდან, როცა რუსეთიც და უკრიანაც საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ.
ქალაქ არტემივსკში, რომელიც ბრძოლის ველიდან 40 კილომეტრითაა დაშორებული, ქალების ჯგუფში წვიმაში გარეთ გავიდა და უსიტყვოდ აპროტესტებდა უკრიანის მთავრობის მიერ მოსახლეობის სამხედრო სასმსახურში გაწვევას. მათ არ უნდათ, რომ მათი ქმრები და შვილები რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
ეს ქალები მარტო არ არიან, მაგრამ მათი მოსაზრება უმცირესობაშია. ამ რაიონში მოსახლეობის უმეტესობას სეპარატისტების მობრუნება არ უნდა.
პენსიონერ ვასილის იმედი აქვს, რომ რუსები აღარ დაბრუნდებინ:
“როცა აქედან წავიდნენ საშინელება იყო. ახლა აქ კარგია. ნეტა არასდროს დაბრუნდნენ.”
“წარსულში აქ რაღაც მხარდაჭერა ჰქონდათ ხალხისგან. ახლა ხალხმა ნახა, რომ ეს ცუდია, რომ ომი განადგურებას, ცრემლს, უბედურებას ნიშნავს. იმედი გვაქვს რომ ეს არ განმეორდება,” ყვება ალიონა.
ეს აქაურების იმედია. მაგრამ როცა ტრანსპორტი აღმოსავლეთსკენ იძვრება და უკან დაჭრილები და გარდაცვლილები მოყავთ, გაურკვეველია კიდევ რამდენი მშვიდობიანი დღეა დარჩენილი.