თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო სოფელი მოეწყო, სადაც სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად საშობაო ბაზრობა, გასართობი პროგრამა, სპორტული შეჯიბრებები და კოსტიუმირებული წარმოდგენები გაიმართა. საახალწლო სოფელი, რომელიც უმეტესობისთვის გასართობი ადგილია, ახალგაზრდების ერთი ნაწილისთვის დროებითი დასაქმების შანსი აღმოჩნდა. ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი, სახემოხატული ჯამბაზები, პარიკებით, დღეში დაახლოებით 7 საათს მუშაობენ და ამისთვის მოკრძალებულ ანაზღაურებას იღებენ. დღეს რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.