Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოპოლიტიკა - რეალობა და საჭიროება


ნინო ბალანჩივაძე, ირაკლი გამყრელიძე
ნინო ბალანჩივაძე, ირაკლი გამყრელიძე
წლებია საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი მოითხოვს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას. მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოს ხელისუფლებამ შეიტანა გარკვეული ცვლილებები კანონმდებლობაში, რაც მაშინვე არასაკმარისად შეაფასეს კამპანიის მონაწილე არასამთავრობოებმა და სპეციალისტებმა. კანონში ცვლილებას რაიმე ხელშესახები შედეგი დღემდე არ მოუტანია. დღეს, მოსალოდნელი მასშტაბური ამნისტიის ფონზე საკითხის აქტუალურობა იზრდება. რა საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ ნარკომანიით დაავადებულებს ჰქონდეთ მკურნალობის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესაძლებლობა? ნინო გელაშვილმა ამ თემაზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიიწვია ირაკლი გამყრელიძე, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი და ნინო ბალანჩივაძე, ორგანიზაცია ”ალტერნატივა ჯორჯიის” იურისტი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG