Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველი მეტრისთვის „კბილი კბილის წილ“ დიპლომატიით


გიორგი გობრონიძე და გიორგი რუხაძე
გიორგი გობრონიძე და გიორგი რუხაძე

საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, როგორც პროცესი - რუსეთი განაგრძობს საოკუპაციო ზონის გაფართოებას და მისთვის ამას ოკუპირებული ტერიტორიის გაზრდაზე მეტად პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 4 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სულ ბოლოს, მიმდინარე წლის 19 ივნისს, რამდენიმე ე.წ. „მწვანე ნიშანი“ დაიდგა გამყოფ ხაზთან ძალიან ახლოს - „იმ ადგილას, რომელსაც არ აკონტროლებს საქართველოს მთავრობა“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ „ნებისმიერი სახის ბორდერიზაცია - მათ შორის ასეთი ნიშნების დადგმა - ქმნის ბარიერებს თავისუფალი გადაადგილებისთვის და ფერმერებს, რომლებიც წლებია იქ მიწათმოქმედებას ეწევიან, ართმევს საკუთარი მიწის დამუშავების საშუალებას“. რისი მიღწევა სურს რუსეთს ე.წ. „ბორდერიზაციით“ და რა იქნებოდა ამ პროცესზე ადეკვატური პასუხი? ნინო გელაშვილმა ამ საკითხებზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიიწვია პოლიტოლოგები: გიორგი რუხაძე და გიორგი გობრონიძე:

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG