29 აპრილს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინიციატივით მოეწყო კონფერენცია უკანონო ფარული მოსმენებისა და თვალთვალის აღმოფხვრაზე მუშაობის დასაწყებად. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ყველა მათგანის მსგავსად შეხვედრის დასასრულს აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც გაუსვა ხაზი საკითხზე მსჯელობის დაწყების მნიშვნელობას. როგორ აფასებენ შეხვედრას მისი ინიციატორები? როგორია მათი რწმენა და მოლოდინი? ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია ლაშა ტუღუში, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელი და ია მამალაძე, რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1