დიმიტრი „უხილავი ფარდის“ წამყვანს, ოქროპირ რუხაძეს, ეუბნება, პასუხისმგებლობა გვაკისრია იმისთვის, საზოგადოებას რას ვუჩვენებთო. უამბობს ბოტსვანაში აფრიკელ მხატვრებთან ერთად მოწყობილ პერფორმანსზე, ელაპარაკება იმაზეც, თუ რა გზას გადის იდეა, სანამ ის „გამოიფინება“. საუბარი დაიწყო იმით, თუ რა როლს თამაშობს დიმიტრი ერისთავის, როგორც ხელოვანის, საქმეში სივრცის არქიტექტურა.
დიმიტრი ერისთავის ნამუშევრები
დიმიტრი ერისთავი ხელოვნების მაგისტრატურაზე სწავლობს ლონდონის გოლდსმითის უნივერსიტეტში. საქართველოდან ბრიტანეთში წასვლამდე ხელოვანთა ოჯახის შვილმა დიზაინი თბილისში, სამხატვრო აკადემიაში, ისწავლა. შემდეგ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, საუთ ბენკის უნივერსიტეტში, ინტერიერის არქიტექტორის ხელოვნებას დაეუფლა.