18 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო გვენეტაძე, პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად დასახელებული კანდიდატი. მან ილაპარაკა ფაქტორებზე, რომლებიც სასამართლო სისტემისა და ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას, მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებას უზრუნველყოფს.