Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თათია ქინქლაძე და ლელა ტალიური


29 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ თათია ქინქლაძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" იურისტი და ლელა ტალიური, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელი. მათ ილაპარაკეს გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების შესახებ. "დილის საუბრების" სტუმრებმა წარმოადგინეს მათი დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ მთლიანობაში არჩევნების დღემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა, ორი საარჩევნო უბნის (მე-2 და მე-4) გარეთ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთ შემთხვევაში პოლიციამ განმუხტა ვითარება, მეორე შემთხვევაში (მე-4) პოლიცია ადგილზე არ მისულა. ლელა ტალიურმა ილაპარაკა ვაზიანში "გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ" 64-ე საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 685-მა სამხედრო მოსამსახურემ. თათია ქინქლაძემ კი კიდევ ერთხელ განმარტა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფის პოზიცია ე.წ. "სპეცუბნებზე".

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG