თამარ კიკნაძე - "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" (N7) პროგრამაზე
22 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ კიკნაძე, "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" (N7) წარმომადგენელი. „ჩვენი პარტია არ არის არც მკვეთრად პრორუსული და არც მკვეთრად პროდასავლური. ეს არის ეროვნულ ნიადაგზე შექმნილი პარტია“, - აცხადებს თამარ კიკნაძე. ის თვლის, რომ საქართველომ უნდა აწარმოოს პრაგმატული პოლიტიკა: „ჩვენ განუხრელად გვესმის, რომ ნატოში გველოდებიან, ევროკავშირში გველოდებიან და მოსახლეობა, უბრალოდ, დაიღალა ამ მოლოდინით. „ოლიმპოდან“ ცოტა სხვანაირად ჩანს ეს ყველაფერი. ზოგიერთ მოქალაქეს ჰქონდა ის შეგრძნება, რომ ის სიკეთეები, რომლებსაც მმართველი გუნდი სთავაზობს, მასთან არ მიდის“. თამარ კიკნაძე ამბობს, რომ მისი პარტია „ეროვნულ ნიადაგზე შექმნილი პარტიაა“.