16 დეკემბერს თავისუფლების დილის სტუმარი იყო სანდრო ჯავახიშვილი, რომელიც თითქმის ერთი თვეა თბილისის ზოოპარკში მოხალისედ მუშაობს. სანდრო საუბრობდა სტიქიის შემდგომ ზოოპარკის მდგომარეობაზე, მოხალისის ყოველდღიურ საქმიანობასა და ზოგადად იმაზე, რა მნიშვნელოვანია მოხალისეობრივი საქმიანობა სხვადასხვა სფეროს განვითარებაში.