3 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არასამთავრობო ოგანიზაცია "ცხველთა მეგობარის" ხელმძღვანელi ირინა ლიკლიკაძე.
2017 წლის 31 ივლისს, ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძელის საშუალებით, რომელზეც დამაგრებული იყო ლურსმანი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სასტიკად სცემა დაბმული ძაღლი. მიყენებულმა დაზიანებებმა ცხოველის სიკვდილი გამოიწვია. რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით, მოქალაქე-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.