დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაიმართა სამხედრო-საზეიმო ღონისძიებები. თბილისში მოეწყო თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები და გამოფენები. რუსთაველის გამზირზე წელსაც განთავსდა სამინისტროების და სხვა სახელმწიფო უწყებების სტენდები, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.