10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღეა. სწორედ ამ დღეს აპირებს, პოლონეთის გავლით, უკრაინაში დაბრუნებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეობა ჩამოართვა, საქართველოს კი მისი ექსტრადიცია და გასამართლება სურს. – იქცევა კი 10 სექტემბერი დიდი ცვლილებების დასაწყისად უკრაინის პოლიტიკურ სცენაზე თუ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისად? – ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ბაჩო ქორჩილავა, უკრაინაში მცხოვრები პუბლიცისტი და პოლიტოლოგი.