Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით თევზაძე: უჩვენოდ ხდება ჩვენთვის საინტერესო მოვლენების განხილვა


დავით თევზაძე
დავით თევზაძე

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ექნებათ პრეტენზია ხელყონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ამ და სხვა სიტყვების ექო დიდხანს დარჩება საქართველოში. თუმცა მაიკ პენსი საქართველოდან წასულიც არ იყო, რომ კრემლმა გამოაცხადა, სოხუმში ვლადიმირ პუტინის ვიზიტია დაგეგმილიო. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველო გადაიქცა დაპირისპირების სივრცედ აშშ-სა და რუსეთს შორის? რა არის ის მთავარი გეოპოლიტიკური პრობლემა, რომლის გამოც ნატოს წევრი სახელმწიფოები თავს იკავებენ ალიანსში საქართველოს მიღებისგან? ამ საკითხებზე ვისაუბრებთ გადაცემაში, რომლის ბოლოს გავიხსენებთ კონტრადმირალ ალექსანდრე ჯავახიშვილს, სამხედრო-საზღვაო ძალების დამაარსებელ ოფიცერს, რომელიც 31 ივლისს მარტოობასა და სიღარიბეში გარდაიცვალა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში. ჩვენს შეკითხვებს კობა ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა „დაბრკოლების ზოლში" უპასუხებს დავით თევზაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1998-2004 წლებში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG