თბილისში, ახალი იპოდრომის წინ, პატარა ეზოა, რომლის ცენტრშიც რანჩო დგას. გარშემო თავლებია, რანჩოს გვერდით - საცხენოსნო ბილიკი. აქ სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი “რაიდმედია” განთავსებული. აქ კვირაში რამდენჯერმე ამოდიან, იპოთერაპიის კურსს გადიან. იპოთერაპია, იგივე საცხენოსნო მკურნალობა, ნებისმიერი ადამიანისთვის სასარგებლოა, თუმცა უფრო მეტად საჭირო და ეფექტურია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მიზანშეწონილია სქოლიოზის, ძვალ-სახსროვანი პათოლოგიების შემთხვევაში, აუმჯობესებს მოტორული და ფსიქოგენური დარღვევების მქონე პირთა მდგომარეობას.