დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ზოგჯერ „მზის შვილებს“ უწოდებენ. ესაა ერთგვარი რეაქცია სტიგმაზე, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, მცდარ შეხედულებებზე, რომლებიც ხელს უშლის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების პოტენციალის რეალიზებას. მაგრამ „წითელი ზონის“ სტუმარი, ორგანიზაცია „ჩვენი ბავშვების“ აქტივისტი ლია ტაბატაძე დაუნის სინდრომის ასეთ „რომანტიზაციას“ უარყოფს დამიიჩნევს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. პრობლემა ისაა, რომ საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის მათშესახებ.