”წითელი ზონის” მორიგი გადაცემა სალვადორ დალის თეატრ-მუზემშია გადაღებული, ესპანეთის პატარა ქალაქ ფიგერასში. დალის სიურრეალისტურ სამყაროში მეგზურობას გვიწევს იმა პარადა, სალვადორ დალის ფონდის კომუნიკაციების მენეჯერი. მეგზური კი ნამდვილად სჭირდება ფიგერასის მუზეუმს: დამთვალიერებელი ხომ ამ სივრცეში შეღწევისთანავე ხვდება სიურრეალისტურ ლაბირინთში, სადაც დიდია დაკარგვის ან, როგორც თავად დალი ამბობდა, ”ჭკუიდან შეშლის” საშიშროება.