ჩვენი გადაცემის სტუმარმა, ლაშა ბუღაძემ, თავის რომანს, რომელიც უცხოეთში გაქცეულ და საქართველოში დარჩენილ ახალგაზრდებს მიუძღვნა, "ოქროს ხანა" უწოდა. ეს ტექსტი, ისევე როგორც ლაშა ბუღაძის წიგნი "ბოლო ზარი", პირველ რიგში 90-იანი წლების საქართველოს სურათს ქმნის და გვიამბობს თაობაზე, რომელიც ომის, ქაოსის, სიბნელის ატმოსფეროში გაიზარდა.