ლია უკლებას სურათმა - „ღვთისმშობელი პისტოლეტით“ - არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. მართლმადიდებელი მრევლის ნაწილმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და ილიას უნივერსიტეტში მოწყობილი გამოფენის ორგანიზატორებისგან და თავად მხატვრისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ისევ დაიწყო დისკუსია თავისუფლების ხარისხზე კულტურაში. ამ თემაზე საუბრობს ჩვენი გადაცემის სტუმარი, ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.