მაისის მიწურულს „წითელი ზონა“ სლავოი ჟიჟეკს სტუმრობდა ლიუბლიანაში. თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილოსოფოსს, კულტუროლოგს, პუბლიცისტს, პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე მოვლენებზე ვკითხეთ, თუმცა ჩვენი საუბარი მალევე გასცდა სტალინისა და პუტინის თემას. სლავოი ჟიჟეკი ქართველ მაყურებელს ესაუბრა იმაზე, რაც ყველაზე მეტად აღელვებდა 2016 წლის მაისში.