საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა მწვავე ინფექციური დაავადების - წითელას -გავრცელების მასშტაბი: თბილისსა და რეგიონებში დაავადებულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. იმის გამო, რომ წითელა იოლად გადამდები მძიმე ვირუსული დაავადებაა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა უფასოდ აცრას როგორც 1-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე დაავადებულთან კონტაქტში მყოფი 30 წლამდე ასაკის პირები. რა ვითარებაა საქართველოში წითელას გავრცელების თვალსაზრისით და რა კეთდება მის შესაჩერებლად?
წითელა, ძლიერი ინფექციური დაავადება, იოლად ვრცელდება ჰაერით: ხველება და ცემინება ვირუსს ძალიან დიდ მანძილზე ავრცელებს. შესაბამისად, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, მაღალია იმის რისკი, რომ აუცრელი ადამიანი წითელათი დაავადდეს. გამყრელიძის თქმითვე, ოფიციალური სტატისტიკა შეშფოთების საფუძველს იძლევა:
„არის საკმაოდ სერიოზული მატება, რადგან გასულ წელს მთლიანად საქართველოში იყო 31 შემთხვევა და თბილისში 7, წელს კი მხოლოდ 2 თვეში გვაქვს გაცილებით მეტი. ამიტომ, ჩვენი შეფასებით, საქმე გვაქვს ლოკალურ ეპიდაფეთქებასთან“.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს წითელას 111 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 101 თბილისში. დაავადებულთა თითქმის ნახევარმა მიმართა ინფექციური პათოლოგიის ცენტრს, რომლის გენერალური დირექტორი პროფესორი თენგიზ ცერცვაძეა.
„ეპიდემიამდე ჯერ ძალიან შორს არის. 2004 წელს გვქონდა ნამდვილი ეპიდემია, როცა 12 ათასი შემთხვევა იქნა აღრიცხული. საავადმყოფოებში არავითარი განსაკუთრებული რეჟიმი არ არის საჭირო. ჩვენს საავადმყოფოს ამის უდიდესი გამოცდილება აქვს. გვაქვს სპეციალურად მოწყობილი ე.წ. ბოქსირებული განყოფილება, რადგანაც პაციენტი უნდა იყოს საიმედოდ იზოლირებული. მკურნალობა რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებებს არ საჭიროებს, თუ არ არის გართულებები“, უთხრა რადიო თავისუფლებას თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, გართულებებიდან ყველაზე ხშირი ფილტვების ანთებაა და ავადმყოფებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამბობს, წითელასთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტიანი დაავადების პრევენცია, ანუ იმუნიზაციაა:
„პირველ რიგში, 7 წლამდე ყველა ბავშვს, რომელსაც გამოტოვებული აქვს ან ერთი, ან ორივე აცრა, უნდა აიცრას სასწრაფოდ და ამას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ასევე ყველას, ვინც კონტაქტში იყო წითელიან ავადმყოფთან, 6 თვის ასაკიდან 30 წლამდე, სახელმწიფოს ხარჯზე აცრიან“.
ყველა დანარჩენმა კი, ვინც აცრილი არაა, შეუძლია მიმართოს კერძო პროვაიდერს, მაგალითად, თბილისში, ტაშკენტის ქუჩა 10 ა -ში მდებარე „იმუნიზაციის ცენტრს“, რომლის დირექტორის ქეთევან ქასაშვილის თქმით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს ვაქცინის ხარისხში:
„ამ ვაქცინით ცრიან ყველა ბავშვს ჯერ 1 წლის, შემდეგ კი 5 წლის ასაკში. ვაქცინა არის ხარისხიანი, დიდი ბრიტანეთის კომპანია GlaxoSmithKline plc-ის მიერ დამზადებული, და პროგრამულადაც ეგ აქვს სახელმწიფოს და კერძო სექტორშიც ეგ არის. ასე რომ, ხარისხზე ნურავის შეეპარება ეჭვი. არანაირი საბუთი საჭირო არ არის. 50 ლარი ღირს ერთი აცრა. შეგიძლიათ მობრძანდეთ და კომერციულად გაიკეთოთ“.
მედიკოსთა თქმით, წითელა მიმდინარეობს მაღალი ცხელებით, სასუნთქი გზების და თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით და ახასიათებს წითელი ფერის გამონაყარი. გამოყრა იწყება სახისა და კისრის არიდან და 5-6 დღის განმავლობაში ვრცელდება სხეულსა და კიდურებზე. გართულებები აღენიშნება ყოველი 15-დან ერთ ბავშვს. მძიმე გართულებები შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების ანთების (პნევმონია) და თავის ტვინის ანთების (ენცეფალიტი) სახით. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები შეიძლება დამთავრდეს სიკვდილითაც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წითელას გავრცელების მასშტაბის ზრდა უკავშირდება 2008 წელს იმუნიზაციის პროგრამის ჩავარდნას, რაშიც დიდი როლი ითამაშა მედიით გავრცელებულმა ინფორმაციამ უხარისხო ვაქცინების შემოტანის შესახებ.

პირველ რიგში, 7 წლამდე ყველა ბავშვს, რომელსაც გამოტოვებული აქვს ან ერთი, ან ორივე აცრა, უნდა აიცრას სასწრაფოდ და ამას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ასევე ყველას, ვინც კონტაქტში იყო წითელიან ავადმყოფთან...პაატა იმნაძე
„ეპიდემიამდე ჯერ ძალიან შორს არის. 2004 წელს გვქონდა ნამდვილი ეპიდემია, როცა 12 ათასი შემთხვევა იქნა აღრიცხული. საავადმყოფოებში არავითარი განსაკუთრებული რეჟიმი არ არის საჭირო. ჩვენს საავადმყოფოს ამის უდიდესი გამოცდილება აქვს. გვაქვს სპეციალურად მოწყობილი ე.წ. ბოქსირებული განყოფილება, რადგანაც პაციენტი უნდა იყოს საიმედოდ იზოლირებული. მკურნალობა რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებებს არ საჭიროებს, თუ არ არის გართულებები“, უთხრა რადიო თავისუფლებას თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, გართულებებიდან ყველაზე ხშირი ფილტვების ანთებაა და ავადმყოფებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამბობს, წითელასთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტიანი დაავადების პრევენცია, ანუ იმუნიზაციაა:
„პირველ რიგში, 7 წლამდე ყველა ბავშვს, რომელსაც გამოტოვებული აქვს ან ერთი, ან ორივე აცრა, უნდა აიცრას სასწრაფოდ და ამას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ასევე ყველას, ვინც კონტაქტში იყო წითელიან ავადმყოფთან, 6 თვის ასაკიდან 30 წლამდე, სახელმწიფოს ხარჯზე აცრიან“.
ამ ვაქცინით ცრიან ყველა ბავშვს ჯერ 1 წლის, შემდეგ კი 5 წლის ასაკში. ვაქცინა არის ხარისხიანი, დიდი ბრიტანეთის კომპანია GlaxoSmithKline plc-ის მიერ დამზადებული...ქეთევან ქასაშვილი