8 ოქტომბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვის" წევრები ქეთი ჟვანია და სერგი სოფაძე. ორგანიზაციის ინიციატივით 11 ნოემბერს თბილისში ენერგოეფექტურობის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალის მიზანი კლიმატის ცვლილების საკითხებში ცნობიერების ამაღლებაა, ასევე, ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპების სწავლება და დანერგვა საზოგადოებაში.
სად და როგორ შეიძლება ისწავლოს ადამიანმა ენერგოეფექტური ცხოვრება, რა ინსტრუმენტები არსებობს ენერგიის დასაზოგად და რამდენად მოიცავს სასკოლო პროგრამები გარემოსდაცვით საკითხებს - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.