რადიო თავისუფლების სტუმარია ექიმი-ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ის საუბრობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დასკვნით ეტაპზე, უნიკალურ გლობალურ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ზრდასრული მოსახლეობის უმრავლესობისთვის C ჰეპატიტის ვირუსზე სკრინინგის ჩატარებას 2020 წლის ბოლომდე.
გადაცემის წამყვანი გიორგი გვახარია გვახსენებს, რომ პროგრამის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრის და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ქვეყნის მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტები.
ჯაბა ზარქუა გვიამბობს, როგორია ამ პროგრამის მომავალი, რა ელით ადამიანებს, რომლებმაც ჯერ არ ჩაიტარეს სკრინინგი, მაგრამ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.