საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. ფინანსთა მინისტრის მიერ წარმოდგენილი მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, გაიზრდება როგორც მთლიანად ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილები, ასევე ცალკეული დარგებისა და სამინისტროების დაფინანსება. ბიუჯეტით გათვალისწინებულია პენსიების გათანაბრება საშემოსავლო მინიმუმთან და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის შემოღება. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობის განვითარებასა და დაფინანსებას. ამასთან, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვითვე, დაფინანსება შეუმცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო რწმუნებულებს.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1