”ბგერა, სივრცე, დრო” - ასე ჰქვია ახალ დისკს, რომლის პრეზენტაცია ახლახან მოეწყო თბილისში, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური მუსიკის ცენტრში. დისკზე ქართველი კომპოზიტორის, ნინო ჯანჯღავას ნაწარმოებებია ჩაწერილი. პრეზენტაციის შემდეგ ნინო ჯანჯღავა ჩვენი რადიოს თბილისის სტუდიას ეწვია და გიორგი გვახარიას ესაუბრა.