თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. ლაპარაკია სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შეურაცხყოფისა და მათთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდებზე. ბაჩო ახალაიასთან ერთად, აღნიშნულ საქმეებზე ბრალდებული იყო კიდევ შვიდი პირი, მათ შორის, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე და მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ყველა განსასჯელი უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ამის მიუხედავად, ბაჩო ახალაია კვლავ პატიმრობაში რჩება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - შვიდი სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამებასა და ეგრეთ წოდებული ციხის ბუნტის საქმეებზე.
ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდნენ მოსამართლე გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი ადამიანები. მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებას სპიკერ-მოსამართლემ გიორგი არევაძემ გააცნო:
„საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამორკვეულ მტკიცებულებათა შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულები ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, გაგა მკურნალიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი გამართლდნენ“.
გიორგი არევაძის თქმით, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჩატარდა 50 სხდომა, დაიკითხა დაცვის 30 და ბრალდების 93 მოწმე, მათ შორის, 26 დაზარალებული. გამამართლებელი განაჩენი დარბაზში მოისმინა ბაჩო ახალაიას მამამ, დეპუტუტმა როლანდ ახალაიამ:
„პროცესებზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ეს მოგონილი და შეთითხნილი ბრალდებები არ შეიძლებოდა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გამხდარიყო. სიმართლე რომ გითხრათ, შინაგანად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ თუ სასამართლო იქნებოდა სამართლიანი, განაჩენი იქნებოდა გამამართლებელი, რაც დღეს დადასტურდა“.
როლანდ ახალაიას მსგავსად, გამამართლებელი განაჩენი არც განსასჯელთა ადვოკატებისთვის ყოფილა მოულოდნელი. გოგა ონიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალები საქმის დაშლის ყველა წინაპირობას იძლეოდა:
„ეს იყო აბსოლუტური აბსურდი! რასაც საჯაროდ საზოგადოებისთვის საუბრობდნენ, იყო ერთი და საერთოდ არ გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან. საუბრობდნენ მკვლელობებზე, წამებებზე და ასე შემდეგ, რეალურად კი მოტანილი ჰქონდათ საქმეები იმაზე, რომ ჯარისკაცები იმაზე მეტად ავარჯიშეს, ვიდრე სხვა დღეებში. სასაცილო და აბსურდული იყო ეს ყველაფერი. კარგია, რომ მოსამართლემ იხელმძღვანელა საქმეში არსებული მასალებით და არ აჰყვა მედიით ტირაჟირებულ პოლიტიკურ პროპაგანდას და გამოიტანა შესაბამისი განაჩენი“.
დაცვის მხარისგან განსხვავებით, მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჩანდა სახელმწიფო მბრალდებელი. განაჩენის მოსმენის შემდეგ პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლემ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო:
„მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით უგულებელყო 26 დაზარალებულის პირდაპირი ჩვენებები, საქმეში შეკრებილი მტკიცებულებები, 94 მოწმის ჩვენება და ასე შემდეგ არ გაიზიარა საერთოდ და გამოიტანა ეს გადაწყვეტილება. ასევე არასწორი იყო ცემის მუხლზე კვალიფიკაციის გადაყვანა, რასაც, შესაბამისად, გავასაჩივრებთ აუცილებლად“.
მხარეებს დასაბუთებული განაჩენი 14 დღის განმავლობაში გადაეცემათ, ხოლო გასაჩივრება შეეძლებათ განაჩენის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ არ გააკეთებს კომენტარს, ვიდრე ყველა პროცედურა არ ამოიწურება, თუმცა, მისი თქმით, ერთი რამ უკვე ცხადია:
„სასამართლო არის რეალურად პროკურორებისგან თავისუფალი. ეს ამ განაჩენით დამტკიცდა“.
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური კომენტარის გაკეთება მიუღებლად მიაჩნია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესაც. ვახტანგ ხმალაძის თქმით, საზიანო იქნება, თუკი სასამართლოს ხარვეზებზე, სასამართლოს ნაცვლად, ხელისუფლება იმსჯელებს.
„ეს არავის მოუტანს სიკეთეს! სასამართლო დარჩება ისევ პოლიტიკური გავლენის ქვეშ. არავის არ მოუტანს სიკეთეს ისეთი მოსამართლე, რომელიც თვალებში უყურებს ხელისუფლებას, რათა ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც მას ეამება“, უთხრა ვახტანგ ხმალაძემ რადიო თავისუფლებას.
თუმცა ხელისუფლების ბევრი ოპონენტი თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და სხვა განსასჯელების გამართლებას ხელისუფლების სისუსტედ მიიჩნევს, რის გამოც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის თანამდებობებიდან გადადგომას მოითხოვს, თუმცა ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ 1 აგვისტოს სასამართლომ მტკიცე ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობისკენ. ასე ფიქრობს დეპუტატი დავით დარჩიაშვილიც:
„ვისაც რა უნდა სჯეროდეს ბაჩო ახალაიაზე, მთავარი ცივილიზებულ ქვეყანაში სასამართლო პროცედურაა. კიდევ ერთი, რაც ამ პროცესმა აჩვენა არის ის, თუ როგორ დადგნენ ქართველი ოფიცრები და როგორ აყალიბებდნენ ისინი თავის აზრებს. ეს ყველაფერი იქნება სამაგალითო ოფიცერთა კორპუსისათვის, რომ მათ თავისი ღირსება, თავისი საქმე დაიცვან და იამაყონ თავისი საქმით და საზოგადოებაც მიხვდება, რომ „ასავალ-დასავალიდან“ მიღებული ინფორმაციით კი არ უნდა იცხოვრონ, არამედ ობიექტური კრიტიკული განსჯის მეშვეობით“.
ბაჩო ახალაიას ადვოკატებიც ირწმუნებიან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ასევე გამართლდება კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში, რომლის მიხედვითაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ედება შვიდი სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით დევნა-წამებასა და ეგრეთ წოდებულ ციხის ბუნტის დროს უფლებამოსილების გადამეტებაში.
ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდნენ მოსამართლე გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი ადამიანები. მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებას სპიკერ-მოსამართლემ გიორგი არევაძემ გააცნო:
„საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამორკვეულ მტკიცებულებათა შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულები ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, გაგა მკურნალიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი გამართლდნენ“.
გიორგი არევაძის თქმით, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჩატარდა 50 სხდომა, დაიკითხა დაცვის 30 და ბრალდების 93 მოწმე, მათ შორის, 26 დაზარალებული. გამამართლებელი განაჩენი დარბაზში მოისმინა ბაჩო ახალაიას მამამ, დეპუტუტმა როლანდ ახალაიამ:
„პროცესებზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ეს მოგონილი და შეთითხნილი ბრალდებები არ შეიძლებოდა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გამხდარიყო. სიმართლე რომ გითხრათ, შინაგანად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ თუ სასამართლო იქნებოდა სამართლიანი, განაჩენი იქნებოდა გამამართლებელი, რაც დღეს დადასტურდა“.
მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით უგულებელყო 26 დაზარალებულის პირდაპირი ჩვენებები, საქმეში შეკრებილი მტკიცებულებები, 94 მოწმის ჩვენება და ასე შემდეგ არ გაიზიარა საერთოდ...ირაკლი ნადარეიშვილი
„ეს იყო აბსოლუტური აბსურდი! რასაც საჯაროდ საზოგადოებისთვის საუბრობდნენ, იყო ერთი და საერთოდ არ გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან. საუბრობდნენ მკვლელობებზე, წამებებზე და ასე შემდეგ, რეალურად კი მოტანილი ჰქონდათ საქმეები იმაზე, რომ ჯარისკაცები იმაზე მეტად ავარჯიშეს, ვიდრე სხვა დღეებში. სასაცილო და აბსურდული იყო ეს ყველაფერი. კარგია, რომ მოსამართლემ იხელმძღვანელა საქმეში არსებული მასალებით და არ აჰყვა მედიით ტირაჟირებულ პოლიტიკურ პროპაგანდას და გამოიტანა შესაბამისი განაჩენი“.
დაცვის მხარისგან განსხვავებით, მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჩანდა სახელმწიფო მბრალდებელი. განაჩენის მოსმენის შემდეგ პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლემ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო:
„მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით უგულებელყო 26 დაზარალებულის პირდაპირი ჩვენებები, საქმეში შეკრებილი მტკიცებულებები, 94 მოწმის ჩვენება და ასე შემდეგ არ გაიზიარა საერთოდ და გამოიტანა ეს გადაწყვეტილება. ასევე არასწორი იყო ცემის მუხლზე კვალიფიკაციის გადაყვანა, რასაც, შესაბამისად, გავასაჩივრებთ აუცილებლად“.
მხარეებს დასაბუთებული განაჩენი 14 დღის განმავლობაში გადაეცემათ, ხოლო გასაჩივრება შეეძლებათ განაჩენის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ არ გააკეთებს კომენტარს, ვიდრე ყველა პროცედურა არ ამოიწურება, თუმცა, მისი თქმით, ერთი რამ უკვე ცხადია:
„სასამართლო არის რეალურად პროკურორებისგან თავისუფალი. ეს ამ განაჩენით დამტკიცდა“.
ვისაც რა უნდა სჯეროდეს ბაჩო ახალაიაზე, მთავარი ცივილიზებულ ქვეყანაში სასამართლო პროცედურაა. კიდევ ერთი, რაც ამ პროცესმა აჩვენა არის ის, თუ როგორ დადგნენ ქართველი ოფიცრები და როგორ აყალიბებდნენ ისინი თავის აზრებს. ეს ყველაფერი იქნება სამაგალითო ოფიცერთა კორპუსისათვის, რომ მათ თავისი ღირსება, თავისი საქმე დაიცვან...დავით დარჩიაშვილი