7 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ხელოვნების კურატორი, პროექტ A R C H E I Δ-ის დირექტორი, ნინო მაჭარაშვილი. პროექტი გულისხმობს იმერეთის სოფელ ობჩაში სახელოვნებო რეზიდენციის და საწარმოს შექმნას, სადაც თბილისიდან ჩასული ხელოვანები ადგილობრივებ მოსახეობასთან ერთად ტექსტილზე მუშაობენ, პროექტის ბოლოს კი გამოფენა-გაყიდვის გაკეთებას აპირებენ. გამოფენა შემოდგომაზე, ამავე სოფელში, მიტოვებულ ღვინის ქარხანაში გაიმართება.