Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია "ეს შენ გეხება"

19 მარტს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქციები კამპანია „ეს შენ გეხება“-ს ფარგლებში. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ფარული ჩანაწერების გავრცელების ეფექტიანად გამოძიებას, პროცესში საერთაშორისო ექსპერტთა ჩართვას, კანონმდებლობის შეცვლასა და დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევების გამოსაძიებლად. კამპანიას „ეს შენ გეხება“ შეუერთდა კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის პროფკავშირები, ქალთა მოძრაობა და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ცენტრი.

XS
SM
MD
LG