არის თუ არა ზღვა იდუმალების, რაღაც გამოუცნობის, რაღაც უცხოს და საშიშის სიმბოლო? ვის ეშინია ზღვის და რატომ ფიქრობს წარსულზე? „ანარეკლების“ ბათუმში მომზადებულ გადაცემაში – „ზღვა ქართულ კულტურაში“ ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ ქართველებისთვის ზღვა არასდროს ყოფილა დიდი სივრცე, რომელიც უნდა გადალახო და ეძებო ფათერაკი ან თავგადასავალი.