გრძელდება აქციები საყდრისის საბადოს გადასარჩენად
ორგანიზაცია „მწვანე მუშტმა“ სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აქცია მოაწყო. აქციის მონაწილეები საყდრისის ოქროს საბადოსთვის ძეგლის სტატუსის აღდგენას ითხოვენ. საყდრისის ისტორიული საბადო დაახლოებით 5400 წელს ითვლის. მიმდინარე ტერიტორიაზე კომპანია RMG წიაღისეულის მოპოვებით არის დაკავებული. საყდრისის გადასარჩენად თბილისში პერმანენტულად მიმდინარეობს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შიშობენ, რომ აღნიშნული სამუშაოები ძეგლის განადგურებას გამოიწვევს.