7-8 ნოემბერს, "გუგლის დეველოპერების ჯგუფი - თბილისის" ორგანიზებით, თბილისში ჩატარდა "DEVFEST-ი, ყოველწლიური ღონისძიება, რომლიც, თბილისის გარდა, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში იმართება და, ჯამში, 30 000-ზე მეტ დეველოპერს აერთიანებს. ღონისძიების მიზანია შეკრიბოს და სამუშაო თუ სადისკუსიო სივრცეში გააერთიანოს ქვეყანაში მოღვაწე დეველოპერები, უმასპინძლოს სემინარებს, ვორქშოპებს და ა.შ. თბილისში ეს ღონისძიება უკვე მესამედ ჩატარდა. დათო ჩიხლაძე ესწრებოდა ამ ღონისძიებას, იგი ესაუბრა ორგანიზატორებს, ჰაკათონის მონაწილეებს და მოწვეულ სპეციალისტებს გუგლიდან. სიუჟეტში მოისმენთ ჩანაწერს დისკუსიიდან "Women TechMakers" და გაიგებთ, თუ საქართველოს რომელ ქალაქებში გეგმავს გუგლის დეველოპერების ჯგუფი განვითარებას.