19 სექტემბერს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო შტეფან ტოლცი, „ადამის პრიზის“ დირექტორი. „ადამის პრიზი“ კულტურული მრავალფეროვნებისთვის დაფინანსებული პროექტია გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკრედიტ ჰოლდინგის მიერ. მისი მიზანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედია ორგანიზაციებში ახალი მედიის ინსტრუმენტებით საინტერესო პროდუქტების შექმნის წახალისება.
„ადამის პრიზი“ გამოცდილებების გასაზიარებლად და საინტერესო პროექტების ხელშესაწყობად იწყებს „ადამის დიალოგებს“, რომლებიც 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ბაქოსა და ერევანში გაიმართება და გულისხმობს წამყვანი მედია სპეციალისტების სემინარებსა და კონსულტაციებს იმ ჟურნალისტების, პროდუსერებისა და რეჟისორებისთვის, რომლებიც კულტურული მრავალფეროვნების თემაზე მუშაობენ.