პანკისის ხეობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ იქცა მედიისა და საზოგადოების განსჯის საგნად. ყურადღების ცენტრში არიან ახალგაზრდები, რომლებიც სირიაში წავიდნენ ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაერთებლად. თუმცა ეს მხოლოდ ერთი პრობლემაა ხეობისა, რომელიც უმეტესწილად ეთნიკური ქისტებით არის დასახლებული.