დღევანდელი პრესის მიმოხილვისას თქვენს ყურადღებას რამდენიმე ინტერვიუზე გავამახვილებ, რომელთაც, როგორც ყოველთვის, ქართული გაზეთები უხვად ბეჭდავენ. დავიწყებ ”კვირის პალიტრით”, რომელიც დღეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორს გიორგი მარგველაშვილს გაესაუბრა ბევრ სხვადასხვა თემაზე და, მათ შორის, ისრაელსა და საქართველოს შორის ბოლო დროს დაძაბულ ურთიერთობებზე. "ოფიციალურ ტელ-ავივს დაფიქრება მართებს იმ ღირებულებებზე, რომელთაც ეს ქვეყანა ატარებს. ეს არ არის ერი, რომელიც გუშინ შეიქმნა, მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. როდესაც ისეთი ქვეყნები თანამშრომლობენ, როგორიც ისრაელი და საქართველოა, უთუოდ გასათვალისწინებელია, თუ რა არის ერთა შორის ურთიერთობა. შესაძლოა, ვინმეს არ მოსწონდეს და პრეტენზია ჰქონდეს მთავრობასთან, მაგრამ ებრაელებსა და ქართველებს ერთმანეთთან მთავრობები არ აკავშირებთ. მათ ეროვნული ურთიერთობა აქვთო”, - უთხრა გიორგი მარგველაშვილმა გაზეთს და დასძინა: ”ძალიან შეშფოთებული ვარ იმ სისწრაფით, რომლითაც ისრაელის მხარე სჯის ჩვენს ხელისუფლებას. მეშინია, ეს ყველაფერი ქართველი ერის დასჯად არ იქცეს. ეს საშიშია მათი ეროვნული ღირებულებებისთვისაც. ეს შეიძლება რომელიმე ახალშექმნილ ქვეყანას შეეშალოს, მაგრამ ისრაელს, რომელიც ტრადიციებზე აფუძნებს თავის სახელმწიფოებრიობას, მის ხელმძღვანელობას მართებს ანგარიშის გაწევა უფრო მეტად საკუთარი წინაპრებისთვის, ვიდრე დღევანდელი რეალობისთვის.”
ისრაელის ბიზნესმენებზე ლაპარაკობს ”ახალი თაობისათვის” მიცემულ ინტერვიუში კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილიც. მან თქვა, "შესაძლოა ისრაელის ბიზნესმენები არ იყვნენ ანგელოზები და მათ ქმედებებში არის დანაშაულის ელემენტები. მე ვერ ვიტყვი, რომ ისინი მართლები არიან, - როგორც შალვა რამიშვილი არ იყო მართალი, - მაგრამ ის, რომ დანაშაულის პროვოცირება იყო საქართველოს მხრიდან, ეს ფაქტიაო”. რაც შეეხება უცხოური კომპანიების მიერ აფხაზეთში ბიზნესის წამოწყებას, მან გაზეთს უთხრა, რომ პროცესი გაგრძელდება, მაგრამ მაინცდამაინც საგანგაშო ეს არ იქნება. ”დარწმუნებული ვარ, ოლიმპიადის წინ აფხაზეთის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ფირმა შევა და გამოიყენებს მას ხელის მოსათბობად“, - თქვა მან. - ”სანამ არის დრო, ძალიან ბევრი ფული გაკეთდება აფხაზეთის ტერიტორიაზე - ძალიან ბევრი ფირმა შევა. ეს არ არის უნიკალური მოვლენა. მაგალითად, ძალიან ბევრი ქვეყნის ფირმები მუშაობენ ჩრდილოეთ კვიპროსში, მაგრამ არავის უღიარებია კვიპროსი დამოუკიდებლად."
”ვერსიას” კი დღეს "სკაი ჯორჯიას" პრეზიდენტი ერეკლე კოდუა ესაუბრა და კოპიტნარის აეროპორტის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ილაპარაკა. ”კოპიტნარი, ისევე როგორც ბათუმის აეროპორტი, ისევ თურქეთს უნდა მიჰყიდონ და მას 1 ლარად თურქული "ტავ ჯორჯია" ყიდულობსო”, - თქვა ერეკლე კოდუამ და დასძინა, რომ ამას შეიძლება მომხმარებლისთვის ცუდი შედეგები მოჰყვეს. - ”იცით, რა ხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემოგარენში? თურქებმა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა კაფე-ბარი დახურეს. ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეს, რომ მხოლოდ აეროპორტის ბარი ამუშაონ, სადაც საშინელი სიძვირეა. რაც შეეხება კოპიტნარს, - დავუშვათ ალტერნატიულ კომპანიას მოუნდა და შეიძინა. როგორ შეძლებს აეროპორტის განვითარებას მაშინ, როცა, იმ ხელშეკრულების გათვალისწინებით, თურქეთი აუცილებლად ხელს შეუშლის და დაბლოკავსო", უთხრა ერეკლე კოდუამ „ვერსიას“.