მიმოხილვას ”კვირის პალიტრით” დავიწყებთ, სადაც დღეს ქვეყნდება ინტერვიუ „ქართული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ ლევან გაჩეჩილაძესთან. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ეცდება თავიდან აიცილოს ”მშვიდობიანი რევოლუცია”. ”ხელისუფლება მიანიშნებს ხალხს, რომ მიტინგზე მისვლით სამოქალაქო დაპირისპირებას მიიღებენ, რითაც რუსეთი ისარგებლებს”, - ამბობს ლევან გაჩეჩილაძე და ამატებს: ”მგონი, ხელისუფლება მოდელირებულ გამწვავებებს, ტერაქტებს, იარაღის შეყრებსა და ხალხის დაჭერებს ამზადებსო”. ლევან გაჩეჩილაძე მიუნხენში მომხდარ ტერაქტსაც უბრუნდება და ამბობს: "გადაწყვეტილი მქონდა, ბადრი ბიწაძისთვის არ მეპასუხა, მაგრამ მიუნხენის აეროპორტში რომ დავინახე, ვერ მოვითმინე... მეორე დღეს ცოტა სინანული შემეპარა. თან ჩემმა მეუღლემაც მითხრა, დაგავიწყდა, რომ ბაბუა ხარ, საპრეზიდენტო კანდიდატი იყავი და ამდენმა ადამიანმა დაგიჭირა მხარიო. მეც ვიფიქრე, ვაიმე... მაგრამ ის, რაც მიუნხენში მოხდა, გულის სიღრმეში ასიდან ასს მოეწონება, მაგრამ შეიძლება არ თქვან.“
რადგან ”ქართულ პარტიაზე” ვლაპარაკობთ, ”კვირის ქრონიკასაც” გადავხედოთ, სადაც ავტორი მიმოიხილავს მიუხნენის ინციდენტს და ”ქართული პარტიისა” და ”სახალხო კრების” სამომავლო გეგმებზეც მსჯელობს. ”ჩვენი ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი ამ დღეებში მოითხოვს ”სახალხო კრებასთან” კოორდინაციას. ლევანმა (იგულისხმება გაჩეჩილაძე -ნ.ნ.) ამ დღეებში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ან დაჰყვეს ოქრუაშვილის ნებას და ან წამოვიდეს ‘ქართული პარტიიდანო’ ”, - წერს ”კვირის ქრონიკა”.
აქვე, მოდი ოპოზიციური ”რვიანიც” ვახსენოთ, რომელზეც ”მთელი კვირა” წერს. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მოლაპარაკებების პრობლემებთან დაკავშირებით გაზეთს რესპუბლიკელმა პაატა ზაქარეიშვილმა ასეთი რამ უთხრა: ”ჩემი აზრით, ეს ჩიხი კი არა, კრიზისია. ვფიქრობ, „რვიანის“ მიზანი იყო გამოეაშკარავებინა ხელისუფლების არაკონსტრუქციულობა და მან ეს მოახერხა. აშკარად ჩანდა, რომ ეს კონსულტაციები ხელისუფლებას მხოლოდ შესაფუთად სჭირდებოდა - თითქოს იგი დემოკრატიული მოლაპარაკებების მომხრეა. ჩემი რჩევაა „რვიანისთვის“: ყველანი დადგნენ ტელეკამერების წინ და საზოგადოებას მოუწოდონ, ერთ დღეს - უმჯობესია, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ - გამოვიდეს 2 საათით და ხმაურის გარეშე მოეწყოს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია, კონკრეტული მოთხოვნებით. არა "მიშა, წადი", არამედ გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ის მოდელი, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებისთვის არის მისაღები.”