Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა

აფეთქება აზერბაიჯანის  გორანბოის რაიონში მდებარე საბრძოლო მასალის საწყობში
აფეთქება აზერბაიჯანის გორანბოის რაიონში მდებარე საბრძოლო მასალის საწყობში

2 აგვისტოს ღამით, აზერბაიჯანის გერანბოის რაიონის სოფელ ნიზამის მიმდებარედ, საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ აფეთქების ადგილზე განმეორებითი დეტონაციაც მოხდა.

ინციდენტის მიზეზი ოფიციალურად ჯერჯერობით უცნობია.

სამი უწყების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ხანძრის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომებს მიმართეს.

აფეთქების ადგილთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა კი ევაკუირებულია.

ხელისუფლების წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG