უკრაინის პარლამენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ისევ ანდრი სიბიჰას კანდიდატურა დაამტკიცა.
- სიბიჰა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა 2026 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან, მას შემდეგ, რაც გადადგა პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო და შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა.
- უკრაინის პარლამენტმა ივლისშივე პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სერჰი კორეცკი და მინისტრობის ყველა კანდიდატი თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა.
უკრაინის პარლამენტში 19 აგვისტოს გამართულ კენჭისყრის შედეგად, 266 დეპუტატის მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ისევ დაიკავა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ამ პოსტზე წარდგენილმა ანდრი სიბიჰამ. ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრია 2024 წლის სექტემბრიდან.
19 აგვისტოს უკრაინის პარლამენტმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილი ევჰენ ხმარას კანდიდატურაც.
ფორუმი